19 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
საშიში ლიფტები საქართველოში - შემთხვევები, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ 

საშიში ლიფტები - გლდანში ერთ-ერთი ძველი კორპუსის ლიფტის შახტაში დაახლოებით ერთი თვის წინ 6 წლის ბავშვი ჩავარდა. გამოძახებული ლიფტის კარი კაბინის გარეშე გაიღო. მცირეწლოვანის გადარჩენა მედიკოსებმა შეძლეს. ლიფტი კი ამ დრომდე უმოქმედოა.

შემთხვევები ხშირია ახალ აშენებულ სახლებშიც. ლიფტის კაბინა, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური უბნის კორპუსს ეკუთვნის, 4 მგზავრით მეცხრე სართულიდან მოწყდა. ლიფტში მსხდომები მძიმედ დაშავდნენ, მათ შორის ერთი ბავშვი იყო. ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია დაშავებული მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. 16 სართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები კი თვეზე მეტია ლიფტის გარეშე არიან.

თბილისის გარდა საშიში ლიფტები მრავლად არის სხვა დიდ ქალაქებშიც. მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმშიც მოხდა.

ოფიციალური სტატისტიკა, სულ რამდენი ლიფტია საქართველოს მასშტაბით და მათგან რამდენს აქვს პრობლემა, არ არსებობს. ლიფტების მოვლა-პატრონობის ვალდებულება არ აქვს სახელმწიფოს. ის კორპუსების ამხანაგობებს ეკუთვნის.

საქართველოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, ლიფტების მოვლა-პატრონობის პროცედურა ასეთია - კორპუსის ამხანაგობამ 3 წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყოს ლიფტის შემოწმება, რომელიც დაახლოებით 200 ლარი ღირს. ასევე მცხოვრებლებმა უნდა დაფარონ ის ხარჯებიც, რაც შემოწმების დროს აღმოჩენილი დარღვევების შესაკეთებლად გახდება საჭირო.

 

დღის ამბები