საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1,145-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 927-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გარდაცვლილია 16 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 6,459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 353.