07 მაისი 2024,   02:38
ვრცლად
უკრაინა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

უკრაინა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. სეპარატისტები ბრალდებას უარყოფენ.

უკრაინის არმიის განცხადების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში დაირღვა. მათივე თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი, უკვე მეექვსე წელია, მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს.

დღის ამბები