საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგი რეისი შესრულდა. 180 ადამიანი ათენიდან ამჯერად ქუთაისში ჩამოფრინდა.
მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც 2 კვირა დარჩებიან.
ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები ქვეყნის მასშტაბით 105 სასტუმროშია მოწყობილი. დღეისათვის იქ 6500-მდე ადამიანია განთავსებული.