20 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შს მინისტრის გადაწყვეტილებით გამოსაძიებლად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა და გარდაცვლილი გოგონას საქმე გამოსაძიებლად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები