ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა მათგანი იმპორტირებულია.
"დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და სულ არის 1171 დადასტურებული შემთხვევა. 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ახლა გახლავთ 947. სამი ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილი გახლავთ, ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.
რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გუშინ 39 პაციენტი გვყავდა, მათგან არავინ არ გამოჯანმრთელებულა. თუმცა დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა და ორივე მათგანი იმპორტირებულია. ერთი არის რუსეთიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მეორე კი, აზერბაიჯანიდან,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.