19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
რა მტკიცებეულებები დევს გიორგი შაქარაშვილის საქმის 23-ე ტომში - "კურიერმა" საქმის მასალები მოიპოივა

რა მტკიცებეულებები დევს გიორგი შაქარაშვილის საქმის 23-ე ტომში - "კურიერმა" საქმის მასალები მოიპოივა.

"კურიერში" 9 საათზე თქვენ ნახავთ იმ 2 ბრალდებულის ჩვენებას, რომლებიც ყვებიან საკუთარ ვერსიებს, რა მოხდა 18 ივნისის ღამეს, თუმცა არის ერთი გარემოება, ამ ჩვენებების ნაწილი ადვოკატებს კითხვებს უჩენს, რატომ არის იდენტური მათი ჩვენება - ტექსტი, შინაარსი და გრამატიკული შეცდომებიც კი. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ კიდევ ერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონს, გამოძიების მოთხოვნის საფუძველზე ექსპერტიზა უტარდება.

რატომ არ დაინტერესდა მანამდე ნიკოლოზ რევაზიშვილის ტელეფონით გამოძიება და რატომ გახდა 40 დღის შემდეგ აუცილებელი მისი მიმოწერების, ფოტო და ვიდეო მასალის აღდგენა - უცნობია.

რა ახალი საეჭვო გარემოების საფუძველზე მიიღო პოლიციამ ეს გადაწყვეტილება, დეტალები ამის შესახებ,  "კურიერში" 9 საათზე იქნება. მანამდე კი კიდევ ერთი ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ანი გაბეჩავას მამის მეგობრები ე.წ ნახალოვკელებს დიდუბეში შეხვდნენ და მომხდარის შესახებ ესაუბრნენ.

"ადგილზე დამხვდა ირაკლი რეხვიაშვილი - ჩემი მეგობარი, ასევე ანა გაბეჩავა და მისი მეგობრები, რომლებსაც არ ვიცნობ, მე ანას დაველაპარაკე და მან მითხრა, რომ მის დაბადების დღის წინა ღამით მოხდა ჩხუბი ახალგაზრდებს შორის და მათგან ერთ-ერთი ბიჭი, გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული, რის გამოც იბარებდნენ მცხეთის პოლიციაში, მე დავამშვიდე ანა და ვუთხარი, რომ რაც იცოდა ეთქვა სიმართლე, ასევე მცირედი გამოლაპარაკება მქონდა იქ შეკრებილ ბავშვებთან, რომლებიც, როგორც ვიცი იყვნენ ანას მეგობრები, მაგრამ მათი სახლები და გვარები ჩემთვის უცნობია, მათაც ასევე ვუთხარი, რომ თუ დაიბარებდნენ პოლიციაში ეთქვათ სიმართლე. ასევე შევეცადე მათ დამშვიდებას, რომ პოლიცია იპოვიდა დაკარგულ ბიჭს და არ ენერვიულათ, სხვა სახის საუბარი მათთან არ მქონია, მითუმეტეს რაიმე სახის დაძაბულ საუბარს ადგილი აქ ჰქონია. ადგილზე დავყავი დაახლოებით 20 წუთი," - ეს გახლავთ ანა გაბეჩავას მამის მეგობრის სერგო ენდელაძის ჩვენება.

დღის ამბები