ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი როტაცია დასრულდა. ისინი თბილისში დაბრუნდნენ.
ჯარისკაცები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მისიას "მაზარ-ი-შარიფში" 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ.
ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.
მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან.