19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
პროკურორებმა და გამომძიებლებმა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე სპეციალური ტრეინინგი გაიარეს

პროკურორებმა და გამომძიებლებმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე სპეციალური ტრეინინგი გაიარეს. დასკვნით ღონისძიებაზე მათ სიტყვით მიმართეს გენერალური პროკურორის მოადგილემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის პოლიტიკის მრჩეველმა.

კურსი რიგით მეოთხეა, რომელიც პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის HELP-ის პლატფორმის გამოყენებით ხორციელდება.

"HELP-ის მორიგი დისტანციური კურსი წარმატებით დასრულდა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მიღწევები უკვე არსებობს. თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და გამომდინარე აქედან კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები ისევ გრძელდება,"- აცხადებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი.

სამთვიანი სწავლება თეორიულ საკითხებთან ერთად დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს.

დღის ამბები