მოძრაობამ "შემახე ამნისტია" მსჯავრდებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა.
დაკავებულების ახლობლების მოთხოვნაა, 2020 წლის არჩევნებამდე საყოველთაო ამნისტია გამოცხადდეს. ინიციატორები კანონპროექტის პარლამენტში შეტანას გეგმავენ.
უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, მსგავსი პროცესი არ განხორციელებულა. მოძრაობა ფართომასშტაბიან აქციასაც აანონსებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ვითარების შესამსუბუქებლად საჭიროა საყოველთაო ამნისტიის აქტი.