თბილისის მერიამ პროექტი "თბილისის ცის ქვეშ" დაიწყო.
გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგება.
კონცერტი გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლად რეაბილიტირებულ პარკშიც.
როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიებების მიზანი კულტურის სფეროს მხარდაჭერაა.