ესპანეთში 26 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიაში ქართველი გოგონა პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ემიგრანტების ინფორმაციით, გოგონა მოხუცს უვლიდა და იქვე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
გარდაცვლილი 3 თვის ორსული იყო. "კურიერის" გადამღები ჯგუფი, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ნაზი მეზვრიშვილის ოჯახში იმყოფებოდა. როგორც ბებია ყვება, სიკვდილამდე გოგონას პრობლემები ჰქონდა.
"ვიღაც ქალი დამუქრებია მოგკლავო. ეს პოლიციაში მისულა და განუცხადებია, თუ რამე დამემართა, ეს იქნება ჩემი სიკვდილის მიზეზიო. გამოვიდა პოლიციიდან და გაქრა. ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფეხმძიმე იყო, როგორ გაიმეტებდა ბავშვი მოეკლა, თუ ჩამოკიდებული არ არის,"- უთხრა "კურიერს" გარდაცვლილი ნაზი მეზვრიშვილის ბებიამ.