უკვე მე-16 დღეა პოლიცია სვანეთში დაკარგულ მოზარდს ეძებს. ილია ფილფანს სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა, უკვე თბილისსა და ზუგდიდშიც ეძებენ.
ოჯახი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შეხვდა, "კურიერთან" ამბობს, რომ პოლიცია ამოწმებს ყველა ვერსიას, მათთან ხორციელდება ზარებიც, მაგრამ ბავშვის პოვნა ვერ ხერხდება.
მამა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი შვილი ამ დრომდე სვანეთშია, თუმცა გამოძიება სხვა ვერსიებსაც განიხილავს.
"სამწუხაროდ ამ დრომდე არაფერი ახალი არ ვიცით. მაშველები ეძებენ მესტიაში, ტყეში და სანაპიროებზე. არ ვიცით, როდემდე მაგრამ მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი ბავშვს ზუგდიდშიც ეძებენ. ძალიან ბევრი ზარი შემოდის. ურეკავენ პოლიციას. ისინი ბავშვებს, რომლებიც მართავენ ველოსიპედს ამსგავსებენ ჩემ შვილს. ყველა ამ ზარს პოლიცია ამოწმებს, ამოწმებს ასევე ვიდეო ჩანაწერებს, ფოტოებს. თუმცა არცერთ მათგანში ჩემი შვილი არ აღმოჩნდა," - ამბობს ილია ფილფანის დედა ქსენია ფილფანი.
"ჩვენ შევხდით სამინისტროს წარმომადგენლებს. დაგვისვეს კითხვები, რომ მიგვეცა ინფორმაცია, რაც გამოძიებას დაეხმარება. ვისაუბრეთ ვერსიებზეც და გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ მივიღეთ დაპირება, ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ბავშვი იპოვონ. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ პოლიციასთან.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ის ჯერ კიდევ სვანეთში იყოს, მაგრამ პოლიცია სხვა ვერსიებსაც განიხილავს. არსებობს ალბათობა, რომ ჩვენი შვილი თბილისში იყოს.
ეს ქალაქი დიდია და არაა გამორიცხული, რომ ახალ შთაბეჭდილებებსა და ახალ მეგობრებს ეძებს. ასეთ სიტუაციაში მანამდე არ ვყოფილვართ. დაკარგვის წინ ის არ ყოფილა ისეთ ხასიათზე, რომ სახლიდან წასულიყო და გაქცეულიყო. თუმცა, რთულია იმის თქმა, ნამდვილად დაიკარგა თუ თავისი ნებით წავიდა," - უთხრა "კურიერს" ილია ფილფანის მამამ დავით ფილფანმა.