19 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ეპიდემიოლოგებმა ტესტირება ელიავას ბაზრობაზე დაიწყეს

ლილოს და დინამოს ბაზრობების შემდეგ, ეპიდემიოლოგებმა ტესტირება ელიავას ბაზრობაზე დაიწყეს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 3 დღის განმვალობაში ისინი ამ ობიექტზე დასაქმებულ 500 მოქალაქეს გამოიკვლევენ.

ტესტირება დღის წესრიგშიმას შემდეგ დადგა, რაც დედაქალაქში მდებარე ბაზრობებზე კორონავირუსის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მოვაჭრეები უფასო ტესტირებით კმაყოფილები არიან. მათი თქმით, პრევენციისთვის ტესტირება საუკეთესო შესაძლებლობაა.

"სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თეა ჩუბინიძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ახლა აქტიური სეზონია, ამიტომ ტესტირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ 500 ადამიანი. ლუგარის ლაბორატორიაში გავგზავნით ტესტებს და იმედი გვაქს, რომ შედეგები იქნება კარგი,"- განაცხადა თეა ჩუბინიძემ.

დღის ამბები