საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი ბუსა ჟვანია დაჭრილია და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადის.
გოგლა ჟვანია "კურიერთან", ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი და მისი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსნებთ, დღეს გამთენიისას გოგი თოფაძისშვილიშვილი ლევან თოფაძე ბუსა ჟვანიამ საკუთარ სახლში ცივი იარაღით დაჭრა.