"რუსთავი 2-ის" ყველაზე მუსიკალური, ინოვაციური და გრანდიოზული პროექტი "დიდი სცენა" მე-5 ცოცხალი კონცერტის სამზადისშია.
ამ ტურის რეპერტუარზე გიორგი ცაგარელმა იმუშავა. გიორგის ტური მთლიანად თანამედროვე ქართველი შემსრულებლების სიმღერებს მოიცავს.
დღევანდელ ლაივ კონცერტზე გაირკვევა, ვინ გამოეთიშება პროექტს 2 აუთსაიდერისგან. "დიდი სცენა" "რუსთავი 2 -ის" პირდაპირ ეთერში ზუსტად 22 საათზე დაიწყება.
მონაწილეები თვლიან, რომ დღევანდელი ტური ყველასგან განსხვავებული იქნება.