ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის ეზოში გვიან ღამით ხანძარი იყო. დაიწვა ხის სათავსო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აალება.
თვითმხილველების ინფორმაციით, შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მათ ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.
ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.