19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

დღის ამბები