"დღის კურიერის" ეთერში პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.
თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძლიერი რეფორმატორი, თუმცა დიდი რეფორმების პარალელურად მისი მმართველობის დროს პენიტენციურ სისტემაში იყო უამრავი შეცდომა.
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო პოლიტიკური შეცდომა. ნიჭიერი ადამიანია მიხეილ სააკაშვილი და ნიჭიერ ადამიანებსაც მოსდით შეცდომა. მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ძლიერი რეფორმატორი, თუმცა ამ დიდი რეფორმების პარალელურად პენიტენციურ სისტემაში იყო უამრავი პრობლემა, რის გამოც ვიყავი მე ოპოზიციაში.
სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ხალხი და ამომრჩეველი ნამდვილად არ არის შავ-თეთრი.
მინდა ვუთხრა სააკაშვილს, პარლამენტში ოქტომბერში დასავლურ ვექტორს ერთმანეთის ხმები დასჭირდება, ამიტომ კინკლაობის გარეშე უნდა გავიაროთ ეს გზა. მე მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებდი სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა არა შავ-თეთრ ამომრჩეველთან, არამედ ფერად ამომრჩეველთან,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.