19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს წესს აუგებენ - მშობლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილს წესს აუგებენ. მისი მშობლები დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.

შეხვედრა პატრიარქის მოსაყდრე შიოსთან შედგა. საპატრიარქოში შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თამარ ბაჩალიაშვილს ასევე, დღესვე პანაშვიდი გადაუხადეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, ახალგაზრდა ქალის საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ საპატრიარქოშიც. 

"ყველაფერი მოვუყევით მათ. ისინი მიხვდნე,ნ რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვერც კი მოიაზრებენ. პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი,"- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

"პატრიარქმა ნება დართო წესის აგებისთვის და ეს მათთვის ნუგეში არის. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ამ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ასე ტრაგიკულად წავიდა. ზოგადად, როდესაც დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი და იქ მოტივსაც მნიშვნელობა აქვს, ეკლესია იღებს თავისი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილებას მისი სულისთვის, მისი ოჯახისათვის," - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

დღის ამბები