26 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
განზრახ მკვლელობის მცდელობა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა

განზრახ მკვლელობის მცდელობა - ასეთია ბრალდება, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა. პროცედურა ღამის 10 საათისთვის საავადმყოფოში შედგა, სადაც ბრალდებული ამ დრომდე მკურნალობს. ვინ დაჭრა ის მუცლის არეში - ამაზე არავინ საუბრობს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით ლევან თოფაძეს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.

არ არის გამორიცხული ჟვანიას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე დღეს იმსჯელოს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

რაც შეეხება ლევან თოფაძეს, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება.

დღის ბოლოს საბოლოოდ დადასტურდა ისიც, რომ ბუსა ჟვანიას უფლებადამცველი ირმა ჭკადუაა, თუმცა ადვოკატმა საქმესთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა.

დღის ამბები