19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება ზუმის პლატფორმის გამოყენების მეშვეობით მიმდინარეობს. ამ წუთებში, აკადემიური საბჭოს წევრების კითხვებს მოქმედი რექტორი, გიორგი შარვაშიძე პასუხობს.

აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება სამ კანდიდატს შორის უნდა მიიღოს. არჩევნების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ. მისი თქმით, არჩევნების პროცესი პოლიტიზებულია და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობა პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

დისტანციური გასაუბრების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში კენჭისყრის პროცედურა გაიმართება.

”არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ახლა სწორედ უსმენენ კანდიდატებს ზუმის საშუალებით. მათ წარმოადგინეს გარკვეული პერიოდით ადრე მათი განვითარების ხედვა უნივერსიტეტის და კონცეფცია, რომელიც არის საჯარო დოკუმენტი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რომ გაეცნოს, აკადემიური საბჭოს წევრებიც ცხადია გაეცნენ. მთლიანი არჩევნების პროცესი ყველა წესის დაცვით ჩატარდა, აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდებით ამ პრეტენზიის საფუძველი რა არის,“ - აცხადებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნატა ასათიანი. 

დღის ამბები