19 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რუსთავში მორიგი რეგიონალური შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მორიგი რეგიონალური შეხვედრა რუსთავში გამართა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან, ქალაქ რუსთავში გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა - ლონდა თოლორაიამ გახსნა.

"ამ შეხვედრის მიზანი არის ის, რომ რეგიონს მივაწვდინოთ ხმა ჩვენი საქმიანობის შესახებ. გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო უწყებების მიერ, მონაცემთა შეგროვება,"- განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა - ლონდა თოლორაიამ.

შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

დღის ამბები