ვანო მერაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა." - წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.