სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, არსებობს მოწმეთა საკმაოდ ვრცელი ბაზა, რომლებიც ეტაპობრივად დაიკითხებიან.
ლონდა თოლორაია პირობას დებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამოძიება დიდხანს არ გაგრძელდება და ის გონივრულ ვადაში დასრულდება.
"საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აქტიურად, არის საკმაოდ ვრცელი მოწმეთა ბაზა, რომელთა დაკითხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მე გვპირდებით, რომ ამ საქმის გამოძიება არ გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება. როგორც კი დავასრულებთ გამოძიებას, აუცილებლად საზოგადოებას მიეწოდება ამის შესახებ ინფორმაცია,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.