სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის საძიებო სამუშაოების შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა.
ბრიფინგს 15 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი გამართავს.
13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.