19 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ყველა საგნის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტები სააპელაციო განაცხადის გაკეთებას შეძლებენ - სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე აცხადებს, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დაიწყება.

სოფო გორგოძის თქმით, ყველა საგნის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტები უკვე სააპელაციო განაცხადის გაკეთებას შეძლებენ.  

"მე ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირის დასაწყისში უკვე დავასრულებთ ყველა საგნის შედეგის გამოცხადებას. ალბათ, ბოლოს მაინც გამოვაცხადებთ უცხოურ ენებს, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი ნაშრომია ამ შემთხვევაში და სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლო საგნის შედეგი, რომელსაც დავდებთ და როგოც კი დაიდება უცხო ენების შედეგი, უკვე მეორე დღიდანვე, ისინი შეძლებენ სააპელაციო განაცხადის გაკეთებას. სააპელაციო განაცხადების გაკეთება იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა საგნის შედეგი გამოქვეყნდება.

თუ მათ სურთ, რომ სააპელაციო განაცხადი გააკეთონ, უკვე უნდა მოემზადონ ამისთვის და როგორც კი გამოცხადდება, 4 დღე ექნებათ შემდეგ ამ პროცედურის ტექნიკურად გასავლელად და ამ 4 დღეში უნდა შემოიტანონ ეს განაცხადი. შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი სააპელაციო განაცხადი იქნება, ამაზეა დამოკიდებული ვადა, თუ რამდენი ხანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი და ჩარიცხვები დაიდოს. მაგრამ, ჩვენი ოპტიმისტური გათვლებით, ეს უნდა იყოს აგვისტოს ბოლო,“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.

 

 

 

დღის ამბები