19 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
ჯერ არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ჟვანიამ დაჭრა ჩემი შვილი - ირაკლი თოფაძე

ვინ მიაყენა ბუსა ჟვანიას დაზიანებები - ბრალდებულის სხეულზე არსებული ჭრილობების შესწავლას ითხოვს დაკავებულის ადვოკატი.

ირმა ჭკადუას, ასევე, აქვს მოლოდინი, რომ საქმეზე შეიცვლება კვალიფიკაცია და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით საგამოძიებო მოქმედებები აღარ გაგრძელდება.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჟვანიას ლევან თოფაძის მკვლელობის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია.

"ხვალამდე გვაქვს ვადა და აუცილებლად ყველაფერს შეგატყობინებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ არც ბუსა ჟვანიას და არც დაზარალებულს ჩვენებები არ მიუციათ, ვერაფერს ვერ გეტყვით,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

დაზარალებული ლევან თოფაძის მამა კი აცხადებს, რომ გოგი თოფაძე ჩხუბს არ შესწრებია.

​"ჩემთან გამომძიებელი არ მოსულა და არ უთქვამს, რომ იმან დაჭრაო. არავინ ამტკიცებს, რომ ქალბატონი ნინოს შვილმა დაჭრა ჩემი შვილი. ჯერ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ დაუდია, ჯერ არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ჟვანიამ დაჭრა ჩემი შვილი,"- განაცხადა ირაკლი თოფაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან თოფაძე საკუთარ სახლში გვიან ღამით დაჭრეს ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები