შიდა ქართლის რეგიონში საცხოვრებელი ფართი კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გორსა და ხაშურში იძულებით გადაადგილებული ოჯახები ბინებს, ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განცხადებები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.
დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები, ადგილზე შეისწავლიან ყველა იმ დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 2.5 ქულა.
"დევნილთა სააგენტო გორსა და ხაშურში, 37 ბინას გაანაწილებს. შიდა ქართლის რეგიონში აპლიკაცია შევსებული ჰქონდათ იმ დევნილებს, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში არიან რეგისტრირებულები. მონიტორინგის სამსახური იმ დევნილების საჭიროებებს გადაამოწმებს, რომელტა ქულაც 2.5 და მეტს შეადგენს,"- აცხადებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი.