23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურატურასთან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების არ სჯერა.
თეონა თამაზაშვილის დედის თქმით, სიმართლის დასადგენად მას დახმარება ემიგრანტებმა შესთავაზეს.
"მომწერეს ემიგრანტებმა, ისინი ფულს აგროვებენ და მზად არიან სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ვისაც კი აქვს ინფორმაცია ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ, რომ მომაწოდოს.
მე არანაირად არ მჯერა, გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მატყუარები არიან, დარბიან და ალბათ ღამე არ სძინავთ," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.
გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. მისი თქმით, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ შესრულდება.
ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა.