ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-სთვის დამატებითი ჩვენების სახით ინფორმაციის მისაწოდებლად სამინისტროში თავისი სურვილით მივიდა. თუმცა, იმის გამო, რომ შესაბამისი პროცედურა არ ჰქონდა დაცული, ჩვენების მიცემა ვერ მოახერხა.
როგორც ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას გამოძიებისთვის კონკრეტული პირის, მიშო იაკობიძის შესახებ სურდა ინფორმაციის მიწოდება.
"როგორც მიშომ მითხრა სამძიმრის დღეს, თამარს ეძებდა თავისი სახსრებით ორშაბათს და სამშაბათს. რაღაც ალიბი უნდა ჰქონოდა ურთიერთობის რომ ასეთი აქტი გაეკეთებინა. მე უნდა გამეკეთებინა დამატებითი ჩვენება როგორც ამ ბიჭის და ასევე, სხვა თემაზე," - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.