19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
"მათი გმირობა არცერთი ჩვენი წინაპრის გმირობას არ ჩამოუვარდება" - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს პატივს მიაგებენ

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც გრძელდება. 2008 წელს 5 დღიანი შეირაღებული დაპირისპირების დროს დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი. დაიჭრა 1800-მდე ადამიანი.

2008 წლის შემდეგ და რუსული აგრესიის დროს საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი. ზუსტად 12 წლის წინ, ამ დღეს რუსეთის სამხედრო ძალები როკის გვირაბის გზით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დილის 7 საათზე დაიწყო ინტენსიური სროლები.

დღეს დილიდან პატივს მიაგებენ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან იმყოფება შინდისის ბრძოლის დროს დაღუპული ერთ-ერთი მებრძოლის, ილია შეყლაშვილის მამა ვაჟა შეყლაშვილი.

"ჩემმა შვილმა თავისი ინიციატივით გადაწყვიტა საკონტრაქტო ჯარში წასვლა. როგორც გადმომცეს მისმა თანამებრძოლებმა, ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული. შევარდებოდა ხოლმე, მოიკიდებდა დაჭრილებს და გამოჰყავდა. ბიჭო, რას შვრებიო - ვეუბნებოდითო, მაგრამ წამოდითო - ჩვენც გვეუბნებოდაო. მისთვის კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, მისი მეგობარი იყო თუ არა, რომ ეშველა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა. მაგათი გმირობა არცერთი ჩვენი წინაპრის გმირობას არ ჩამოუვარდება - არც არაგველების, არც მარაბდელების და არც დიდგორელების - არც მათ გმირობას არ ჩამოუვარდება,"-განაცხადა ვაჟა შეყლაშვილმა.

დღის ამბები