19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ მასალებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ მასალებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის.

ინსპექტორი აცხადებს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც იდენტიფიცირებული ფორმით ხელმისაწვდომია კონკრეტულ პირთა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.

"მედიასაშუალებებით გავრცელდა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს კონკრეტული ფიზიკური პირების, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთი ფუნქციაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლი, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ შემოწმება თუ საიდან მოხდა ამ მონაცემების გასაჯაროება და იყო თუ არა, იმ უწყებებში დაცული მონაცემთა უსაფრთხოება, ვისაც ხელი მიუწვდებოდათ აღნიშნულ დოკუმენტებზე,"- აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.

 

დღის ამბები