19 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
10 აგვისტოდან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.

დღის ამბები