"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე მტავრობის მიერ დაანონსებულ დახმარების პაკეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის.
მისი თქმით, 5 მილიარდი საგარეო ვალის აღების პირობებში დახმარება უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო.
"კაპიკები ხალხს - მილიონები მათ ჯიბეში. მეგობრებო, ეს უსამართლოა. თვალებში ვუყურებ ბატონ გახარიას, გუშინ თქვა თვალებში ჩამხედეთო - დიახ, თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, რატომ 200 და 300 ლარი, და არა 500 ლარი ხალხს, როცა 5 მილიარდი ავიღეთ ვალი საქართველომ, რომელიც ჩვენი გადასახდელია. რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 170 ლარი ბავშვებს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობამ ანტიკრიზისული ღონისძიებების ახალი ეტაპი დააანონსა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 18 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, ზამთარში, 4 თვის განმავლობაში, მთავრობა საზოგადოებას კომუნალური გადასახადებს აუნაზღაურებს.