19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე "ზეგის" თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

ერთდროული ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კომპანია "ზეგის" თანამშრომლების სახლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დახლოებით ერთი საათია, რაც კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის სახლთან, რადიანის ქუჩაზე გამომძიებლები მივიდნენ.

საპროცესო მოქმედებას ესწრება "ზეგის" ხელმძღვანელის ადვოკატიც. მისთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედება და რა ინფორმაციას ეძებს გამოძიება.

კომპანიის ადვოკატი, საგამოძიებო უწყების მხირდან ჩატარებულ ჩხრეკის პროცესს უსაფუძვლოდ მიიჩნებს და აინეტერესებს ჩაატარეს თუ არა, ჩხრეკა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში.

"ბაჩანას მითითებების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების დაწყებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. კითხვა მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან, ჩაატარეს თუ არა ჩხრეკა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში და მიმდინარეობს თუ არა, ის საგამოძიებო მოქმედებები. ყველანაირი ინფორმაცია, რაც კომპანიასთან დაკავშირებით იყო ხელთ არსებული საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდებულია," - აცხადებს კომპანია "ზეგის" ადვოკატი. 

დღის ამბები