გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოს დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი მკურნალობის პროცესი სახლში გაგრძელდება.
თოფაძის მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტი კონტაქტურია და სრულიად ადეკვატური.
სავარაუდოდ, ის უახლოეს დღეებში მისცემს ჩვენებას გამოძიებას და მოყვება დეტალებს, როგორ დაიწყო დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის თოფაძეების სახლში.
ამ საქმეზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი. ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა აქვს შეფარდებული.