19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ჩვენ ვენდობით პროკურატურას, შოთაძემ სიტყვა მოგვცა რომ ამ საქმის ზედამხედველი თავად იქნება - ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა, გუშინ მთავარ პროკურორ შოთაძესთან შეხვედრის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ საქმის სწრაფად და ეფექტურად გამოძიების საკითხში პროკურორის იმედი აქვთ. 

"ისევ გამეორდა სიტუაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ერთსა და იმავეს იმეორებენ. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ პროკურატურას მივმართოთ. მათ ჩვენ ვენდობით, გუშინ ირაკლი შოთაძემ მიგვიღო, ჩვენი ყველა ტკივილი გულთან მიიტანა და სიტყვა მოგვცა, რომ ამ საქმის ზედამხედველი თავად იქნება,"- აღნიშნავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი კი გამოძიების მიმართულებით არსებულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შსს დაჩქარებული ტემპით თესავს საზოგადოებაში იმ ინფორმაციას, რომ მთავარი ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობაა. 

"შოთაძესთან შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ იყო გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შსს-ს მხრიდან ჩვენს შეხვედრამდე გავრცელებულ განცხადებას, ერთსა და იმავე ზედამხედველობას ახორციელებს შსს და პროკურატურა, ამიტომ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე. თითქოს მთავრი პროკურატურა თავისი ინფორმაციით გვეუბნება, რომ FBI-ის ჩართულობას დაახლობით 1 თვე სჭირდება და ამ დროს, შსს დაჩქარებული ტემპით თესავს საზოგადოებაში იმ ინფორმაციას, რომ სხვა ვერსია ვერ მუშაობს," - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

დღის ამბები