გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სტატუსით ნიკა ცერცვაძე გამოიკითხა. მოწმეს თან ახლდა უფლებადამცველი მურმან ღურწკაია.
მისი თქმით, ნიკა ცერცვაძე მომხდარიდან მეორე დღეს ჩავიდა მცხეთაში მის მეგობრებთან გაგნიძესთან, მახარაძესთან და რევაზიშვილთან ერთად.
"გამოძიებას დამატებით მივაწოდეთ ინფორმაცია. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნიკა ცერცვაძე დაბადების დღეზე არ ყოფილა, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ასევე, არ იცნობდა არც ანა გაბეჩავას და არც გიორგი შაქარაშვილის მხარეს,"- აცხადებს ნიკა ცერცვაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია.
შაქარაშვილის საქმეში აღნიშნული პირები ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებენ. იმ ფაქტს, რომ ნიკა ცერცვაძის ტელეფონიდან განხორციელდა 113 ზარი მოწმის ადვოკატი არ ადასტურებს.