19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ომის ისტორია კადრებით და ადამიანები, რომელთა იარაღიც ბრძოლის ველზე ვიდეოკამერა იყო

ზუსტად 12 წელი გავიდა  მას შემდეგ, რაც რუსული სახმელეთო ჯარი, მძიმე ტექნიკით და ავიაციით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიჭრა. დაიკავა ქართული ტერიტორიები, დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, გაძარცვა ქალაქები და ჩაიდინა არაერთი სამხედრო დანაშაული.

ქართულმა არმიამ კრემლის გაცილებით მასშტაბურ სამხედრო ძალას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწია.

170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 224 სამოქალაქო პირი. 2 ათასი დაჭრილი, 130 ათასი იძულებით გადაადგილებული, რომელთაგან 30 ათასი დღემდე დევნილია - ასეთი იყო რუსული ჩექმის კვალი ჩვენ ქვეყანაში.

5 დღის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ ამ შეთანხმებას რუსეთი 12 წელია უხეშად არღვევს. განაგრძობს მცოცავ ანექსიას, უკანონო ბორდერიზაციას, არღვევს ადამიანების უფლებებს, იტაცებს მოქალაქეებს, კლავს.

"კურიერი" იხსენებს იმ მძიმე დღეებს, რომელიც ქვეყანამ სულ ცოტა ხნის წინ გამოიარა. როგორია  კადრებით მოყოლილი ომის ისტორია და ის ადამიანები, რომელთა იარაღიც ბრძოლის ველზე ვიდეოკამერა იყო.

დღის ამბები