საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა 1,225-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1000-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.