კვირის განმავლობაში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. გერმანიაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 581 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიის მთავრობამ, რუმინეთისა და ბულგარეთის რამდენიმე რეგიონი რისკის ზონად გამოაცხადა. რუმინეთის შვიდი და ბულგარეთის სამი რეგიონიდან გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ.
რაც შეეხება იტალიას, აქ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 347-ს, ბელგიაში კი 641 შეადგენს.
ინფიცირების შემთხვევების მატების პარალელურად, მზარდია უკმაყოფილებაც. კვლავ საპროტესტო გამოსვლებია გერმანიაში. შტუტგარდში დემონსტრანტები მთავრობის მიერ "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას აპროტესტებენ.