თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. სავარაუდოდ, დაზარალებულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან. პარალელურად, ისინი მათი ადვოკატის თანდასწრებით გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზას ითხოვენ.
"გამომძიებელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ლეპტოპიდან გარკვეულ ინფორმაციას უნდა გავეცნოთ. კონკრეტულად რას ეხება, ამას ვნახავ. ლეპტოპი ხომ გახსნილი იყო, კლონირება გაკეთდა, დეშიფრაცია გაკეთდა და ვნახოთ ახლა რა კოდებია, რა ინფორმაციაა, რა გაიხსნება, რა სოციალურ ქსელში შევალთ, ყველაფერს ამას ვნახავთ," - განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.