ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით, USAID-ის მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა - "yes georgia" ფართოვდება. 2021 წლიდან პროგრამა მხოლოდ მეწარმე ქალებზე იმუშავებს. პროექტის მთავარი მიზანი, საქართველოში ქალ მეწარმეთა რაოდენობის გაზრდაა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, 2,500-ზე მეტი ქალისთვის უზრუნველყოფს ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
თამუნა წიკლაური ერთ-ერთია იმ 4,000 ახალგაზრდას შორის, რომელმაც USAID-ის პროგრამის "yes georgia" მეშვეობით ბიზნეს ტრენინგები გაიარა და დაფინანსება მოიპოვა. სამეწარმეო უნარების განვითარებისა და დასაქმების მხარდაჭერის მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა შექმნა, სადაც ბიზნესის დაწყების მსურველები პრაქტიკულ სამეწარმეო ცოდნას იღებენ.
მომავალი წლიდან პროგრამა მხოლოდ მეწარმე ქალებზე იმუშავებს და მეტი ყურადღებას დაუთმობს ქალთა მხარდაჭერას ისეთი აქტივობების დაწყებაში, რომელიც მიმართულია ქალ მეწარმეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ინიციატივას დადებითად აფასებენ ექსპერტებიც.
პროგრამის მთავარი მიზანი, საქართველოში ქალ მეწარმეთა რაოდენობის გაზრდაა. 2024 წლისთვის, "YES-Georgia" 2,500-ზე მეტი ქალისთვის უზრუნველყოფს ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს და ხელ შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში, ტრენინგები 2020 წლის სექტემბრიდან განახლდება და მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით, 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. ინფორმაცია აპლიკაციების მიღების შესახებ კი, USAID-ის facebook გვერდზე განთავსდება.