საპარტნიორო ფონდმა "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული პროექტის "ქართული სახვითი ხელოვნება აბრეშუმზე" პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ფონდის წარმომადგენლები, პროექტში მონაწილე ქართველი მხატვრები და გამარჯვებული პროექტის ავტორები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი პროდუქცია პოპულარიზაციას გაუწევს და ფინანსურად გააძლიერებს სახვით ხელოვნებაში მოღვაწე თანამედროვე ხელოვანებს.
ახალი სტარტაპი "თუთა" გულისხმობს აბრეშუმის ქსოვილზე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების გადატანას, ინტერიერის სხვადასხვა ელემენტის დამზადებას და სხვადასხვა აქსესუარების შექმნას.
"სტარტაპ საქართველომ" ეს ბიზნესი 99000 ლარით დააფინანსა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 7 ადამიანი დასაქმდა. ამასთანავე, პროექტი ხელს უწყობს მხატვრებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნას.
"ეს არის ახალი ქართული სტარტაპი თანამედროვე სახელოვნებო ნიმუშების. ქართველი თანამდეროვე მხატვრების ნამუშევრების გადატანა ხდება, როგორც შარფებზე, ასევე პანოებზე. ეს არის 100 პროცენტით აბრეშუმის ნაწარმი. მოგეხსენებათ საქართველო ძალიან კარგად არის ასოცირებული აბრეშუმის ხელოვნებასთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა იყო სახელოვნებო სფეროში ინვესტიციის განხორციელება," - განაცხადა სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ.