"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41% ძალიან კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით, 38% მეტნაკლებად კმაყოფილია, 13% მეტნაკლებად უკმაყოფილო, ხოლო 7%-ძალიან უკმაყოფილო.
კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში.
საველე სამუშაოები ჩატარდა "აიფიემის" მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.