"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 42% ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მეტნაკლებად გაუარესებულია. ამავე კვლევის მიხედვით, 40%-ის აზრით, მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, 15% მიიჩნევს, რომ სიტუაცია არ შეცვლილა, ხოლო 3%-ის აზრით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა "აიფიემის" მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.