19 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ყველაზე მაღალი მოწონებით ილია II, ხოლო ყველაზე დაბალით ზურა გირჩი ჯაფარიძე სარგებლობს - IRI-ს კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას აქვეყნებს - დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მაღალი მოწონებით ტრადიციულად კათოლიკოს პატრიარქი ილია II (89%) სარგებლობს, რეიტინგში მეორე ადგილზე ამირან გამყრელიძეა (74%).

ხუთეულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე არიან.

გიორგი გახარია 63%

კახა კალაძე 57%

დავით ბაქრაძე 53%

ათეულში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს 1%-ით უსწრებს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. 

შალვა ნათელაშვილი 42%

ბიძინა ივანიშვილი 41%

გრიგოლ ვაშაძე 41%

გიორგი ვაშაძე 40%

დავით უსუფაშვილი 37%

სხვა პირებთან დაკავშირებით ხმები ასე გადანაწილდა:

ნიკა მელია 36%

ალეკო ელისაშვილი 34%

არჩილ თალაკვაძე 34%

გიგი უგულავა 32%

სალომე ზურაბიშვილი 32%

ირაკლი ოქრუაშვილი 30%

ირმა ინაშვილი 28%

მამუკა ხაზარაძე 27%

ნინო ბურჯანაძე 25%

ეკა ბესელია 17%

ბადრი ჯაფარიძე 14%

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 13%

კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა "აიფიემის" მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

დღის ამბები