19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
"რუსთავი-2" Survation მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას 15:00 საათზე გამოაქვეყნებს

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის, Survation მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა 15:00 საათზე გამოქვეყნდება.

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ინსტიტუტების მუშაობაზე დაუსვეს. 

კომპანიას 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთი რეფერენდუმი და არჩევნები აქვს ნაკვლევი, მათ შორის აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან.

BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით კომპანია საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებსაც გაგაცნობთ, მანამდე კი რამდენიმე შუალედურ კვლევას "კურიერში" 15:00 საათზე წარმოგიდგენთ.

დღის ამბები