19 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
აჭარის ტელევიზია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის.

მაუწყებლის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიგზავნა. საქმე ეხება ქარტიის ანგარიშს, სადაც აჭარის ტელევიზიაზეა საუბარი. კერძოდ, 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე.

მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსის თქმით, ქარტიის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უზუსტობებზე იყო დამყარებული, რაც მიზნად ისახავდა მაუწყებლის დისკრედიტაციასა და მისი იმიჯის შელახვას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელთან დაკავშირებით სატელევიზო კომენტარს არ აკეთებენ.

ისინი განმარტავენ, რომ მაუწყებლისგან, ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღეს დოკუმენტი, რომელიც ბუნდოვანია და საკითხზე მეტ კონკრეტიკას ელოდებიან.

დღის ამბები